სამხედრო გზა: თბილისიდან ყაზბეგამდე
გამოქვეყნდა 21 აგვ. 20261 წუთი კითხვა
- routes
- mountains

სამხედრო გზა თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 160 კილომეტრია და ნორმალურ პირობებში 3-3.5 საათს ითხოვს. რუკა 2.5 საათს გიჩვენებთ - არ დაუჯეროთ.
სად გაჩერდეთ
ჟინვალის წყალსაცავი პირველი გაჩერებაა თბილისიდან საათნახევრის შემდეგ. შემდეგ ანანურის ციხე, სადაც 20 წუთი სავსებით საკმარისია. გუდაურის თავზე მეგობრობის მონუმენტიდან ხედი ღირს გაჩერებად.
ჯვრის უღელტეხილი
2379 მეტრი. ზამთარში აქ თოვლი და ნისლი ჩვეულებრივი ამბავია. ნოემბრიდან აპრილამდე გზა შეიძლება დროებით დაიხუროს - სტატუსი შეამოწმეთ გამგზავრებამდე.
რა ავტომობილი
სტეფანწმინდამდე ასფალტია და ნებისმიერი ავტომობილი გაივლის. გერგეტის სამების ეკლესიამდე ასასვლელად კი 4x4 გჭირდებათ - ან დატოვეთ ავტომობილი სოფელში და ფეხით ავიდეთ (1.5 საათი).

